ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უზრუნველყოს უცხოელი ჟურნალისტების შესვლა იმ ადგილებში, სადაც უკრაინელი ჯარები არიან ბლოკირებული 
ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უზრუნველყოს უცხოელი ჟურნალისტების შესვლა იმ ადგილებში, სადაც უკრაინელი ჯარები არიან ბლოკირებული 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უზრუნველყოს უცხოელი ჟურნალისტების შესვლა იმ ადგილებში, სადაც უკრაინული ჯარები არიან ბლოკირებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სარდლობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ამ ტერიტორიებზე ხუთიდან ექვს საათამდე, რაც უზრუნველყოფს უცხოური მედიის წარმომადგენლების ჯგუფებისთვის შეუფერხებელი შესვლისა და გასვლის დერეფნებს.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მთავარსარდლისგან მიიღო ბრძანება, უზრუნველყოს უცხოელი ჟურნალისტების, მათ შორის უკრაინელი ჟურნალისტების შეუფერხებელი გადაადგილება უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობისთვის მიმართვის შემთხვევაში კრასნოარმეისკში (პოკროვსკი), დიმიტროვსა და კუპიანსკში იმ ადგილების მოსანახულებლად, სადაც უკრაინული ჯარები არიან ბლოკირებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.