ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, სერგეი შოიგუს ნაცვლად, ანდრეი ბელოუსოვი წარადგინა
ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, სერგეი შოიგუს ნაცვლად, ანდრეი ბელოუსოვი წარადგინა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ცვლის.

„საბჭომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული კანდიდატები ფედერალური სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე კონსულტაციებისთვის: თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი წარდგენილია ანდრეი ბელუსოვი“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საბჭოს განცხადებაში.

ბელუსოვი მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.