ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი გაიზრდება და მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი იქნება
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი გაიზრდება და მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი იქნება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი გაიზრდება და მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი იქნება.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის ახალი მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი სამხედრო ოლქების ხელმძღვანელებს წარუდგინა. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სერგეი შოიგუს ახალი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში გაწეული მუშაობისთვის.

ბელოუსოვის დანიშვნა განპირობებულია იმით, რომ სამხედრო ხარჯები იზრდება. ეს არის დიდი რესურსი და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ძალიან ფრთხილად და ეფექტურად გამოვიყენოთ. სამხედრო ხარჯების გაზრდით, ყველა სოციალური ვალდებულება უნდა შესრულდეს. საუბარია განათლების, ჯანდაცვის განვითარებაზე, ვეტერანთა მხარდაჭერაზე, საპენსიო სერვისების მიწოდებაზე. ამავე დროს, თავდაცვის ხარჯები ბიძგს აძლევს ინდუსტრიულ განვითარებას. ეს ეგრეთ წოდებული ურთიერთობა „იარაღსა“ და „კარაქს“ შორის ორგანულად უნდა იყოს ინტეგრირებული რუსეთის სახელმწიფოს განვითარების საერთო სტრატეგიაში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის არმიას ჰქონდეს ყველაფერი უკრაინაში ამოცანების შესასრულებლად.