ვლადიმერ პუტინმა სირიის იდლიბის პროვინციაში არსებული ვითარება უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა
ვლადიმერ პუტინმა სირიის იდლიბის პროვინციაში არსებული ვითარება უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა

სირიის იდლიბის პროვინციაში არსებული ვითარება რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა.

Reuters-ის ინფორმაციით, პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ პროვინციაში სამხედრო მოქმედებებით შეშფოთებულია.

იდლიბზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. სერგეი ლავროვის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი ტერორისტების პოზიციების დაბომბვას განაგრძობს, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ კორიდორებს გახსნის.

სწორედ სირიის კრიზისი იქნება განხილვის მთავარი თემა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც 17 სექტემბერს, ქალაქ სოჭში გაიმართება.

დატოვე კომენტარი