ვლადიმერ პუტინმა სალომე ზურაბიშვილსა და პეტრო პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა
ვლადიმერ პუტინმა სალომე ზურაბიშვილსა და პეტრო პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო არ მოხვდნენ კრემლის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, ვისაც რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ამასთან, როგორც რუსული გამოცემა იუწყება, პუტინმა მილოცვა 40 ქვეყნის ლიდერებს გაუგზავნა.

„ვლადიმერ პუტინმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა დონალდ ტრამპს, მეის, დედოფალ ელისაბედ მეორეს. კანადის პრემიერ-მინისტრ ტრიუდოს კი ახალ წელთან ერთად დაბადების დღეც მიულოცა. რუსეთის ლიდერმა სულ 40 ქვეყანას მიულოცა. უკრაინა და საქართველო კი ამ წელს კრემლისგან მისალოცი ტელეგრამის გარეშე დარჩნენ“,- აღნიშნულია „რია ნოვოსტიზე“.