ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის თარიღად 22 აპრილი დაამტკიცა
ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის თარიღად 22 აპრილი დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო ხმის მიცემის (რეფერენდუმის) 22 აპრილს ჩატარების შესახებ.

ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ნათქვამია, რომ კენჭისყრაზე გატანილი იქნება კითხვა: „უჭერთ თუ არა მხარს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას?“.

როგორც ვლადიმერ პუტინმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვასთან შეხვედრაზე განაცხადა, ხმის მიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ეს დასაშვები იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

რუსეთის პარლამენტმა 11 მარტს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის ინიციატივით ვლადიმერ პუტინი გამოვიდა. სხვა ცვლილებებთან ერთად, რეფორმა საპრეზიდენტო ვადების განულებას ითვალისწინებს, რაც ვლადიმერ პუტინს 2024 წელს არჩევნებში კენჭისყრის უფლებას მისცემს.

ცვლილებებს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუჭირა მხარი დაუჭირა.

რუსი უფლებადამცველები ღია წერილში შესწორებებს ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას უწოდებენ.