ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის ვენესუელასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება წარუდგინა
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის ვენესუელასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება წარუდგინა.
ქვეყნებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოსკოვში 2025 წლის 7 მაისს მოეწერა.
შეთანხმების თანახმად, მხარეები ეწინააღმდეგებიან ცალმხრივ სანქციებს, რომლებიც არღვევენ გაერო-ს ქარტიას და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებსა და პრინციპებს, რუსეთი და ვენესუელა თანამშრომლობენ შეიარაღების კონტროლის, შემცირებისა და გაუვრცელებლობის სფეროში, მოსკოვი და კარაკასი მხარს უჭერენ კავშირებს ენერგეტიკის სექტორში, გარდა ამისა, მხარეები ქმნიან დამოუკიდებელ რუსეთ-ვენესუელის ფინანსურ ინფრასტრუქტურას.