ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიმართ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიმართ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის მიმართ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აღნიშნული კანონი ეხება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, ასევე ტერორიზმის აღკვეთის კონვენციას, ევროპის საბჭოს ქარტიას.

საუბარია ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის შესახებ 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციაზე.