ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის ორ მილიონამდე გაზრდის განკარგულება გასცა
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის ორ მილიონამდე გაზრდის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის ორ მილიონამდე გაზრდის განკარგულება გასცა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან რუსეთის არმიაში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 137 ათასით გაიზრდება და შეადგენს 2 მილიონ 40 ათასს ადმიანს.

2017 წლის განკარგულებაში რუსეთის არმიაში ერთი მილიონ 903 ათასი ადამიანი მსახურობდა.