ვლადიმერ პუტინმა რუს ოლიმპიურ ათლეტებს ბოდიში მოუხადა
ვლადიმერ პუტინმა რუს ოლიმპიურ ათლეტებს ბოდიში მოუხადა

ვლადიმერ პუტინმა რუს ოლიმპიურ ათლეტებს, რომლებიც პიონჩანგის ზამთრის თამაშებზე მიემგზავრებიან, ბოდიში მოუხადა.

მოსკოვის გარეთ, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ სპორტი პოლიტიკაში გაერია და ზედმეტად გაურთულა ათლეტებს ოლიმპიადისთვის სამზადისი.
პუტინის მტკიცებით, რუსეთი ყოველთვის ზრუნავდა, რომ სპორტს პოლიტიკა არ შეხებოდა.

გასულ თვეს, რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე რუსი სპორტსმენები მაყურებლების წინაშე ოლიმპიური დროშის ქვეშ გაივლიდნენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა 5 დეკემბერს რუსებს 2018 წლის ოლიმპიადაზე საკუთარი დროშით გამოსვლა აუკრძალა. თავდაპირველად, იყო მოსაზრება, რომ რუსები საერთოდ არ დაეშვათ გახსნის ცერემონიაზე.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები პიონჩანგში 9-25 თებერვალს გაიმართება.