ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მიიღო
ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მიიღო

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტები მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდნენ. ასლან ბჟანიამ და ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის დედაქალაქში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტული მთავრობების წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინმა კრემლის სასახლეში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან ერთად მიიღო.

მოსკოვის წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს ბელარუსის, ყაზახეთის. ყირგიზეთის, მოლდოვის, სერბეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერები დაესწრნენ.

მიუხედავად „კოვიდ-19“-ის პანდემიისა, რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო აღლუმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. სამხედრო აღლუმში მონაწილეობა მიიღო 14 000-ზე მეტმა ჯარისკაცმა, 200-მა სამხედრო ავტომობილმა და 75-მა სამხედრო თვითმფრინავმა.

დატოვე კომენტარი