ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს უფლებას ანიჭებს, სიცოცხლის ბოლომდე სენატორები იყვნენ
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს უფლებას ანიჭებს, სიცოცხლის ბოლომდე სენატორები იყვნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს უფლებას ანიჭებს, სიცოცხლის ბოლომდე სენატორები იყვნენ.

შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. ახალი კანონი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის – ფედერაციის საბჭოს ფორმირების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

აღნიშნული ცვლილებები ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული სკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. ცვლილებების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს უფლება აქვს, დანიშნოს 30 სენატორი, მათგან შვიდს აღნიშნული თანამდებობის დაკავება სამუდამო ვადით შეეძლება.