ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა 2026 წლის სამხედრო გაწვევის შესახებ ბრძანებას 
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა 2026 წლის სამხედრო გაწვევის შესახებ ბრძანებას 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა 2026 წლის სამხედრო გაწვევის შესახებ ბრძანებას.

„რუსეთის ფედერაციის 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა 2026 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე განხორციელდეს, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას, 261,000 ადამიანის რაოდენობით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა ორ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი გაგრძელდება პირველი აპრილიდან 15 ივლისამდე, ხოლო მეორე – პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე.