ჯო ბაიდენი - პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია
ჯო ბაიდენი - პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია

პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, შეხვედრაზე ეცდებიან საერთო ინტერესებისა და თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ინიციატივისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება.

„აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებში მრავალი საკითხი დაგროვდა, რომელიც საჭიროებს უმაღლესი დონის შეხვედრას და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე.

დატოვე კომენტარი