ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ორმაგი მოქალაქეობის ან საზღვარგარეთ ბინადრობის მქონე პირების გაწვევა ხდება შესაძლებელი
ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ორმაგი მოქალაქეობის ან საზღვარგარეთ ბინადრობის მქონე პირების გაწვევა ხდება შესაძლებელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ორმაგი მოქალაქეობის ან საზღვარგარეთ ბინადრობის მქონე პირების გაწვევა ხდება შესაძლებელი.

პუტინის განკარგულებით, შესაბამისი ცვლილებები სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულებაში შევიდა.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, რუსეთის არმიაში სამხედრო სამსახურის გავლა შეეძლოთ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი მხოლოდ კონტრაქტით იყო შესაძლებელი.