ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე სერგეი ლავროვს ხუმრობით იმპერიალისტი უწოდა, რომელიც მანამდე პრესის წინაშე სვიტერზე წარწერით „სსრკ“ გამოჩნდა
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე სერგეი ლავროვს ხუმრობით იმპერიალისტი უწოდა, რომელიც მანამდე პრესის წინაშე სვიტერზე წარწერით „სსრკ“ გამოჩნდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ხუმრობით იმპერიალისტი უწოდა, რომელიც მანამდე პრესის წინაშე სვიტერზე წარწერით „სსრკ“ გამოჩნდა.

რუსული მედიის ცნობით, ვიწრო ფორმატით მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სადაც, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების გარდა, ასევე იმყოფებოდნენ მათი თანაშემწეები და ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უწყებების ხელმძღვანელები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს მიმართა და აღნიშნა, რომ მას რუსი მინისტრის „პერანგი მოსწონს“. პუტინმა, რუბიოს მიმართვას მაშინვე ირონიულად უპასუხა: „ეს მინიშნებაა? ის [ლავროვი] გაჩუქებთ”.

ამის შემდეგ ლავროვმა რუსეთის ლიდერს აუხსნა, რომ ამერიკული მხარის ასეთი კომენტარი, როგორც ჩანს, იმას უკავშირდებოდა, რომ შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე ის საჯაროდ სვიტერზე წარწერით „სსრკ“ გამოჩნდა. პუტინმა ამაზეც ირონიული კომენტარი გააკეთა: „იმპერიალისტი“, – ხუმრობით მიმართა პუტინმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს და ლავროვზე მიუთითა.