ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდაზე ისაუბრეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, ასევე ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდაზე.
ამასთან, ერდოღანმა და პუტინმა საუბრისას რამდენიმე საერთაშორისო საკითხიც განიხილეს.
ცნობისთვის, მანამდე პუტინისა და ერდოღანის პირისპირ შეხვედრა BRICS-ის სამიტის ფარგლებში ყაზანში გაიმართა. მაშინ ერდოღანმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და ანკარის შორის ურთიერთობები ვითარდება და მხარეები ძალისხმევას არ იშურებს ამ პროცესის გასაგრძელებლად.