ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის თემაზე ტელეფონით ისაუბრეს
ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის თემაზე ტელეფონით ისაუბრეს

მთიანი ყარაბაღი იყო სატელეფონო საუბრის მთავარი თემა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის. როგორც რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა 7 აპრილს ისაუბრეს.

ლიდერებმა მთიან ყარაბაღში ვითარების შემდგომი სტაბილიზაციის შესახებ იმსჯელეს, რასაც 2020 წლის 9 ნოემბერსა და 2021 წლის 11 იანვარს სამი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებაც ითვალისწინებს, მათ შორის, მშვიდობის უზრუნველყოფისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის საკითხები.