ვლადიმერ პუტინმა ბაშარ ასადს დამასკოში დონალდ ტრამპის მიწვევა შესთავაზა
ვლადიმერ პუტინმა ბაშარ ასადს დამასკოში დონალდ ტრამპის მიწვევა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბაშარ ასადს დამასკოში დონალდ ტრამპის მიწვევა შესთავაზა. დამასკოში, სირიისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის ნაწყვეტი რუსულმა ტელეარხებმა აჩვენეს. ეკლესიაში ორი ქვეყნის პრეზიდენტები პავლე მოციქულზე საუბრობდნენ, რომელმაც ქრისტიანობა დამასკოს კარიბჭესთან მიიღო.

რუსული მედიის თანახმად, სირიის პრეზიდენტმა იხუმრა: „თუ ტრამპი ამ გზას გაივლის, მასთანაც ყველაფერი კარგად იქნება“. „გამოსწორდება, გამოსწორდება… მოიწვიეთ, ის ჩამოვა“, – უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა.

ბაშარ ასადმა დონალდ ტრამპის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა, ვლადიმერ პუტინმა კი უთხრა, რომ მიწვევასთან დაკავშირებით მის სიტყვებს დონალდ ტრამპს გადასცემს.