ვლადიმერ პუტინმა აჰმედ ალ-შარაასთან სატელეფონო საუბარი გამართა

15:45, 26.08.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

კრემლის განცხადებით, საუბრისას მხარეებმა რუსეთსა და სირიას შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

„გამოითქვა მზადყოფნა პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, სატელეფონო საუბრისას პუტინმა დაადასტურა რუსეთის პოზიცია სირიის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ.

მსგავსი