ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავი ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დაეშვა

23:05, 15.08.2025

ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავი დაეშვა.

რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან სამი სამზე ფორმატით შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინთან ერთად იქნებიან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.

ამასთან, „სიენენი“ წერს, რომ ევროპაში არ მოეწონათ პუტინისთვის ალასკაში გამართული საზეიმო დახვედრა.

„ასეთ მოპყრობასთან შეგუება რთული იქნება“, – განუცხადა ტელეარხს ევროპელმა დიპლომატმა.

მსგავსი