ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ოლეგ სალიუკოვი რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სერგეი შოიგუს მოადგილედ დაინიშნა

23:41, 15.05.2025

რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარსარდალი ოლეგ სალიუკოვი თანამდებობიდან გათავისუფლდა და უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს მოადგილედ დაინიშნა.

შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.

უცნობია, ვინ შეცვლის სალიუკოვს. ოლეგ სალიუკოვი სახმელეთო ჯარების მეთაურის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

მსგავსი