ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი ექსტრემისტული ორგანიზაციების სიიდან „თალიბანის“ ამოღების საკითხს განიხილავს
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი ექსტრემისტული ორგანიზაციების სიიდან „თალიბანის“ ამოღების საკითხს განიხილავს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი ექსტრემისტული ორგანიზაციების სიიდან „თალიბანის“ ამოღების საკითხს განიხილავს.

აღნიშნულის შესახებ პუტინმა სოჭში, „ვალდაის სადისკუსიო კლუბის“ შეხვედრაზე მას მერე განაცხადა, რაც წინა დღეს კრემლის ხელისუფლებამ მოლაპარაკებებზე უმასპინძლა „თალიბანის“ მაღალი დონის დელეგაციას, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ ჩინეთის, პაკისტანისა და კიდევ რვა ქვეყნის ოფიციალური პირები.

რუსეთმა „თალიბანს“ ტერორისტული ორგანიზაცია 2003 წელს უწოდა, მაგრამ ამავდროულად, მიმდინარე წელს უკვე რამდენიმე მოლაპარაკება გამართა მათ წარმომადგენლობასთან.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ოფიციალურმა მოსკოვმა ავღანეთის მხარდასაჭერად საერთაშორისო დახმარების მობილიზებაც მოითხოვა.