ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთმა არ შეასრულა რუსეთისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიცემული დაპირება, რომ ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით არ მოხდებოდა
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთმა არ შეასრულა რუსეთისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიცემული დაპირება, რომ ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით არ მოხდებოდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთმა არ შეასრულა რუსეთისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიცემული დაპირება, რომ ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით არ მოხდებოდა.

„და სად არის ეს დაპირებები? გაფართოების ორი ტალღა მოხდა“, – აღნიშნა პუტინმა ტელეკომპანია „ენბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომლის ტექსტი კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჟურნალისტის კირ სიმონსის შეკითხვაზე, სად ჩაიწერა აღნიშნული დაპირება, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიმონსი სწორია, რუსეთი მოატყუეს, საჭიროა ყველაფრის ქაღალდზე გამყარება.

„რა საჭირო იყო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება და მისი ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან დაახლოება? და თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ვიქცევით აგრესიულად? რა, რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც წარმოადგენდა რამე საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის?“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დატოვე კომენტარი