ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკელ კოლეგასთან დაგეგმილი სამიტი ორ ქვეყანას შორის დიალოგის დამყარებასა და პირადი კონტაქტების აღდგენას შეუწყობს ხელს
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკელ კოლეგასთან დაგეგმილი სამიტი ორ ქვეყანას შორის დიალოგის დამყარებასა და პირადი კონტაქტების აღდგენას შეუწყობს ხელს

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელ კოლეგასთან დაგეგმილი სამიტი ორ ქვეყანას შორის დიალოგის დამყარებას და პირადი კონტაქტების აღდგენას შეუწყობს ხელს.

ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ რუსეთი მზად იქნება, აშშ-ს გადასცეს კიბერდამნაშავეები, თუ ვაშინგტონი იმავეს გააკეთებს მოსკოვისთვის და ამის შესახებ ორი სახელმწიფო შეთანხმებას მიაღწევს.

„არის ორმხრივი ინტერესის რამდენიმე საკითხი – სტრატეგიული სტაბილურობა, რეგიონული კონფლიქტები, გლობალურ დონეზე გარემოსთან დაკაშირებული წუხილი. ეს ის საკითხებია, რომლებშიც ნამდვილად შეგვიძლია, ეფექტურად ვიმუშაოთ. ახალმა ადმინისტრაციამ, პრეზიდენტ ბაიდენის მეთაურობით, პირველ ნაბიჯად ახალი „სტარტი“ (სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება) გაახანგრძლივა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ზოგადად, პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან ეს პროფესიონალიზმის გამოვლინებაა“ – განაცხადა პუტინმა.