ვლადიმერ პუტინი - ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც, ადრე და, შესაძლოა, დღეს კიდევ ირიცხებოდეს დსთ-ის შემადგენლობაში, ამ ფორმატში არ მუშაობს
ვლადიმერ პუტინი - ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც, ადრე და, შესაძლოა, დღეს კიდევ ირიცხებოდეს დსთ-ის შემადგენლობაში, ამ ფორმატში არ მუშაობს

ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც, ადრე და, შესაძლოა, დღეს კიდევ ირიცხებოდეს დსთ-ის შემადგენლობაში, ამ ფორმატში არ მუშაობს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ის სამიტზე საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოსთან მიმართებით ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გადაეჭრა შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით, სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით და ამ ავანტიურის შედეგად წარმოშობილი შედეგებით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რაც შეეხება უკრაინას, პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ხელი მოაწერა დსთ-ში გაწევრიანებას, მაგრამ არასოდეს შეერთებულა სრული ფორმატით. „უკრაინა თავს არიდებდა ფართომასშტაბიან თანამშრომლობას“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინმა მოლდოვასთან დაკავშირებით აღნიშნა, ქვეყანა კარგავს საკუთარ იდენტობას, რაც ახლანდელი ხელისუფლების არჩევანია.

„ამ ქვეყნის ელიტას რაც შეეხება – ზოგადად, მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არ არიან მოლდოველები. ისინი საკუთარ თავს რუმინელებს უწოდებენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.