ვლადიმერ პუტინი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა
ვლადიმერ პუტინი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, ფრანცისკესა და ვლადიმერ პუტინის საუბარი 45 წუთს გაგრძელდა.

შეხვედრის დასასრულს რუსეთის პრეზიდენტმა და პონტიფიკოსმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

ვლადიმერ პუტინმა ფრანცისკეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ასევე ანდრეი კანჩალოვის ფილმის „ცოდვის“ დისკი გადასცა. თავის მხრივ, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა რუსეთის ლიდერს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მედალი და წმინდა პავლეს პეტრეს მოედნის გამოსახულებიანი გრაფიურა უსახსოვრა.

შეგახსენებთ, როგორც მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინისა და რომის პაპის შეხვედრაზე უკრაინისა და სირიის კონფლიქტების განხილვა იგეგმებოდა. ეს რომის პაპ ფრანცისკესა და ვლადიმერ პუტინის რიგით მესამე შეხვედრა იყო.

უკანასკნელად კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა რუსეთის ლიდერი 2015 წელს მიიღო. მაშინ რომის პაპმა უკრაინის კონფლიქტის ყველა მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდა. პირველი შეხვედრა კი 2013 წელს შედგა.