ვლადიმერ პუტინი – უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმები უნდა გაგრძელდეს

11:26, 04.07.2026

უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმები უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაერთიანებული ძალების ერთ-ერთ დამხმარე პუნქტში ვიზიტისას განაცხადა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ კონსტანტინოვკiს დაკავება კრამატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებით შემდგომი წინსვლის შესაძლებლობას ქმნის.

„უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველმყოფელი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მასირებული და ჯგუფური დარტყმების განხორციელება უნდა გაგრძელდეს. კონსტანტინოვკiს აღება პირდაპირ გზას ხსნის კრამატორსკის, სლავიანსკისა და დონბასში მდებარე სხვა გამაგრებული რაიონების მიმართულებით შემდგომი წინსვლისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა 7 ივნისს ევროკავშირის ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განცხადებაში ევროპელი ლიდერები დადებითად აფასებენ კიევის მიერ უპილოტო ტექნოლოგიების გამოყენებას.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს განცხადება აჩენს კითხვებს, ხომ არ არის ეს უკრაინის მიერ რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სამოქალაქო ტრანსპორტზე, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებზე განხორციელებული დარტყმების მხარდაჭერა.

„თუ ასეთი მიდგომები არსებობს და ხორციელდება, ჩვენც შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. გთხოვთ, წარმოადგინოთ შესაბამისი წინადადებები“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი