ვლადიმერ პუტინი - უკრაინის პრეზიდენტი სიმპათიური ადამიანია, ჩემი აზრით, მას მართლა სურს ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა
ვლადიმერ პუტინი - უკრაინის პრეზიდენტი სიმპათიური ადამიანია, ჩემი აზრით, მას მართლა სურს ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა

რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინის პრეზიდენტი სიმპათიური ადამიანია და სურს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ეს განცხადა ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„როგორი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან? არანაირი. არასდროს მინახავს, არ ვიცნობ, თუმცა ტელეფონით რამდენჯერმე ვესაუბრე. მგონია, რომ ის სიმპათიური ადამიანია, გულწრფელი. ჩემი აზრით, მას მართლა სურს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა, მათ შორის დონბასშიც“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, თუმცა დაამატა, რომ არ იცის, რამდენად გამოუვა ეს უკრაინის პრეზიდენტს.

ვლადიმერ პუტინი და ვლადიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირველად, სავარაუდოდ, 9 დეკემბერს, პარიზში, ნორმანდიული ოთხეულის სამიტზე შეხვდებიან.