ვლადიმერ პუტინი - უკრაინელმა სამხედროებმა სამოქალაქო პირები უნდა გამოუშვან, სხვა შემთხვევაში, ისინი მოქმედებენ როგორც მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები
ვლადიმერ პუტინი - უკრაინელმა სამხედროებმა სამოქალაქო პირები უნდა გამოუშვან, სხვა შემთხვევაში, ისინი მოქმედებენ როგორც მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის დროს, უკრაინელი მებრძოლები ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შეადარა.

„ჩვენ უკრაინის მთავრობისგან ვისმენთ, რომ იქ არიან სამოქალაქო პირები. ამ შემთხვევაში უკრაინელმა სამხედროებმა ისინი უნდა გამოუშვან, სხვა შემთხვევაში, ისინი მოქმედებენ როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებენ ტერორისტები, მაგალითად, „აისისი“ სირიაში, რომელსაც ფარად ჰყავს მშვიდობიანი მოქალაქეები. ყველაზე მარტივი, რაც უნდა გაკეთდეს – გამოუშვან ეს ადამიანები. რა არის ამაზე მარტივი“, – განაცხადა პუტინმა.