ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებამდე, აშშ-მა რუსეთი „უხეშად და თავხედურად“ მოატყუა
ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებამდე, აშშ-მა რუსეთი „უხეშად და თავხედურად“ მოატყუა

უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებამდე, აშშ-მა რუსეთი „უხეშად და თავხედურად“ მოატყუა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ფილმში „მსოფლიო წესრიგი 2018“ განაცხადა, რომელიც რამდენიმე ინტერვიუზეა დაფუძნებული.

„ჩვენ მოგვმართეს ამერიკელმა პარტნიორებმა თხოვნით, გაგვეკეთებინა ყველაფერი, რომ იანუკოვიჩს არმია არ გამოყენებინა. ოპოზიცია კი მოედანს და სამთავრობო შენობებს დატოვებდა და ვითარების ნორმალიზაციისთვის მოლაპარაკებები დაიწყებოდა. რუსეთი დათანხმდა, მომდევნო დღეს კი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება აშშ-მა განახორციელა და სწორედ ამიტომ, იძულებული არიან დღევანდელ მთავრობას მხარი დაუჭირონ. პუტინი აცხადებს, რომ ეს შემთხვევა ამერიკელების მხრიდან პირველი სერიოზული ტყუილი იყო.