ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში ხორციელდება პროექტი, რომელსაც რწმენასთან საერთო არაფერი აქვს
რუსეთი არ ცდილობს უკრაინის საეკლესიო საქმეებში ჩარევას, მაგრამ უფლებას იტოვებს, გააკეთოს ყველაფერი ადამიანების უფლებების, მათ შორის რელიგიური რწმენის დასაცავად ,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუს საეკლესიო პირებთან შეხვედრისას განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინაში ხორციელდება პროექტი, რომელსაც რწმენასთან საერთო არაფერი აქვს.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ქმედებას ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევა უწოდა.
„სამწუხაროა, რომ ამ პროცესში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც ჩართულია. პროექტის ინიციატორებმა როგორც ჩანს, გასული საუკუნის უღმერთოებისგან ისწავლეს, რომლებმაც მორწმუნეები ეკლესიებიდან გააძევეს, მოწამლეს და სამღვდელოებას დევნიდნენ. რუსეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ საეკლესიო საქმეებში ნებისმიერი ჩარევა აკრძალულია. პატივს ვცემდით და მომავალშიც პატივს ვცემთ საეკლესიო ცხოვრების დამოუკიდებლობას, განსაკუთრებით, მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოში“, – თქვა პუტინმა.