ვლადიმერ პუტინი - უკრაინა არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შედის, რადგან არ მივიჩნევ, რომ უკრაინელი ხალხი არამეგობრულია, უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არიან
ვლადიმერ პუტინი - უკრაინა არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შედის, რადგან არ მივიჩნევ, რომ უკრაინელი ხალხი არამეგობრულია, უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არიან

უკრაინა „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ შედის, რადგან არ მივიჩნევ, რომ უკრაინელი ხალხი არამეგობრულია. ვთვლი, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არიან. შორს, რომ არ წავიდეთ, რუსეთში გვყავს მორდოველი ხალხის რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ერთი ენის ჯგუფით საუბრობენ, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური ტელე-ხიდისას, სახელწოდებით „პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება რუსეთისთვის „აშკარად არამეგობრულია“.

„მათი ენა უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე რუსული და უკრაინული, მაგრამ ისინი თავიანთ ერთობას აფასებენ. ისინი ჭკვიანები არიან და ესმით, რომ ნგრევას კარგი არაფერი მოაქვს. დიდი ხანია, რუსი ხალხის დაყოფას ცდილობენ. თავიდან იყო ინტერპრეტირებული დიდი რუსები, ბელორუსები და მცირე რუსები. შემდეგ, მათ რუსი ხალხის დაყოფა დაიწყეს. ამ საკითხზე ანალიტიკურ სტატიას დავწერ და იმედი მაქვს, რომ რუსეთშიც და უკრაინაშიც გაეცნობიან. არ ვთვლი, რომ უკრაინელი ხალხი არამეგობრულია. ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, მაგრამ მათი ხელისუფლება აშკარად არამეგობრულია ჩვენთვის. სხვა შემთხვევაში რთულია რადას მიერ მიღებული კანონპროექტის გაგება, სადაც რუსი ხალხი არაძირძველად ითვლება. უხსოვარი დროიდან აქ რუსები ცხოვრობდნენ და ახლა ისინი არააბორიგენებად გამოაცხადეს. ასუსტებენ რუსულ ენას. ყველგან ვიწრო აზროვნების ხალხი და ექსტრემისტი ნაციონალისტები არიან, ისინი მოქმედებენ გულით და არა გონებით. მათი მუშაობის საბოლოო შედეგი დამანგრეველია. ეს ეხება უკრაინული ოპოზიციის ჩახშობასაც“ , – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, პუტინმა უპასუხა კითხვას, რომელიც ზელენისკისთან შეხვედრას ეხებოდა.

„რა საკითხზე უნდა შევხვდე ზელენსკის მაშინ, როდესაც მან ქვეყნის სრული მართვა საგარეო ძალებს გადააბარა. უკრაინის არსებობის ძირითადი საკითხები კიევში არ წყდება. ისინი წყდება ვაშინგტონში, ნაწილობრივ, ბერლინსა და პარიზში. მე შეხვედრაზე უარს არ ვამბობ, უბრალოდ, უნდა გავიგოთ, რაზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა პუტინმა.