ვლადიმერ პუტინი - უცხოური სოციალური ქსელების დაბლოკვას არ ვგეგმავთ, პირველ ეტაპზე დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ამ პლატფორმებმა ჩვენთან სრულფასოვანი წარმომადგენლობები გახსნან
ვლადიმერ პუტინი - უცხოური სოციალური ქსელების დაბლოკვას არ ვგეგმავთ, პირველ ეტაპზე დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ამ პლატფორმებმა ჩვენთან სრულფასოვანი წარმომადგენლობები გახსნან

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური ტელე-ხიდისას, სახელწოდებით „პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან“ მიმდინარეობისას უცხოურ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით ისაუბრა.

პუტინის თქმით, რუსეთი მოითხოვს, რომ აღნიშნულმა პლატფორმებმა რუსეთში სრულფასოვანი წარმომადგენლობები გახსნან.

„უცხოური სოციალური ქსელების დაბლოკვას არ ვგეგმავთ, მაგრამ არსებობს პრობლემები, როდესაც ისინი რუსული კანონმდებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ. თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში მუშაობენ, ფულს შოულობენ, მაშინ უნდა დაიცვან ჩვენი კანონები. ამიტომ, პირველ ეტაპზე, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ამ პლატფორმებმა ჩვენთან სრულფასოვანი წარმომადგენლობები გახსნან“, – განაცხადა პუტინმა.