ვლადიმერ პუტინი - უცხო ქვეყნებს ყველაფერი უხეში და არაცივილური ფორმით მიაქვთ, აღარაფერს ვამბობ სამართლებრივ სისტემებზე, მათ ვერ ვენდობით
ვლადიმერ პუტინი - უცხო ქვეყნებს ყველაფერი უხეში და არაცივილური ფორმით მიაქვთ, აღარაფერს ვამბობ სამართლებრივ სისტემებზე, მათ ვერ ვენდობით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეწარმეები უცხო ქვეყნებს არ უნდა ენდონ.

„რა არის ამაში კარგი?“ – იკითხა პუტინმა, შემდეგ კი თავადვე აღნიშნა: „მათ ყველაფერი მიაქვთ, უხეში და არაცივილური ფორმით. აღარაფერს ვამბობ სამართლებრივი სისტემებზე. ისინი უბრალოდ არ არსებობს, ისინი მხოლოდ მათთვის არსებობს, ვერ ენდობით. აუცილებელია, ჩვენი ქვეყნის შიგნით შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა, რომელიც იქნება სტაბილურობის და სანდოობის გარანტი“.

როგორც მედია წერს, პუტინი, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ რუსული კომპანიების აქტივების გაყინვაზე მიუთითებდა.

მეწარმეებთან შეხვედრის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც, პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვის დროით 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. რუსეთის პრეზიდენტმა ამ შეკითხვას სიცილით უპასუხა: „არ მოუსმინოთ მას“.