ვლადიმერ პუტინი - თუ ევროპაში ახალი ამერიკული რაკეტები განთავსდება, მოსკოვი იძულებული გახდება, სარკისებურად უპასუხოს
ვლადიმერ პუტინი - თუ ევროპაში ახალი ამერიკული რაკეტები განთავსდება, მოსკოვი იძულებული გახდება, სარკისებურად უპასუხოს

საშუალო და მცირე რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან აშშ-ის შესაძლო გასვლას რუსეთის პრეზიდენტი ეხმაურება.

„თუ აშშ მაინც გავა ამ შეთანხმებიდან, ყველაზე მთავარი საკითხია, რას უზამენ ამ ხელახლა გაჩენილ რაკეტებს“, – აცხადებს პუტინი და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაკეტები ევროპაში განთავსდება, ამაზე თანხმობის განმცხადებელ ქვეყნებს უნდა ესმოდეთ, რომ საკუთარ ტერიტორიას საპასუხო დარტყმის საფრთხის ქვეშ აყენებენ.

„საერთოდ არ მესმის, რა საჭიროა ევროპის ასეთი მაღალი საფრთხის მდგომარეობამდე მიყვანა. რეალურად, ვერ ვხედავ საამისოდ ვერავითარ საფუძველს. გავიმეორებ, ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენ ამისკენ არ მივისწრაფვით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს, გავიდეს საშუალო და მცირე მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტების გაუვრცელებლობის შეთანხმებიდან, ვინაიდან მოსკოვი ამ შეთანხმებას არღვევს. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ დაიწყებს შეიარაღების განვითარებას.