ვლადიმერ პუტინი - ტრაგედია, რომელიც ახლა დონბასში ხდება, ნაციონალისტური, ნეო-ნაცისტური რეჟიმის საქმიანობის შედეგია
ვლადიმერ პუტინი - ტრაგედია, რომელიც ახლა დონბასში ხდება, ნაციონალისტური, ნეო-ნაცისტური რეჟიმის საქმიანობის შედეგია

ვლადიმერ პუტინი დონბასში შექმნილ ვითარებაში კიევს ადანაშაულებს. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ეკოლოგიურ ფორუმზე საუბრისას განაცხადა.

„ტრაგედია, რომელიც ახლა დონბასში ხდება, ნაციონალისტური, ნეო-ნაცისტური რეჟიმის საქმიანობის შედეგია, რომელმაც 2014 წელს ძალაუფლება ძალის გამოყენებით ჩაიგდო და შემდეგ დაიწყო საომარი მოქმედებები დონბასში. ორჯერ ჩატარდა მსხვილი სამხედრო ოპერაცია არტილერიის, ავიაციის, მძიმე ტექნიკის გამოყენებით და ა.შ. და ეს ყველაფერი ამ დრომდე მიმდინარეობს“, – განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ „რუსეთის მოვალეობა დონბასის მაცხოვრებლებისთვის დახმარების გაწევაა“.

„ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ ამ ხალხს და რუსეთი ამას აკეთებს. ჩვენი ყველა მცდელობა ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად ჩაიშალა კიევის რეჟიმის პოზიციების გამო“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.