ვლადიმერ პუტინი - თითქმის ერთი წლის განმავლობაში „მარცვლეულის გარიგების“ ფარგლებში უკრაინიდან ექსპორტირებული ტვირთის 70% მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში მიდიოდა
ვლადიმერ პუტინი - თითქმის ერთი წლის განმავლობაში „მარცვლეულის გარიგების“ ფარგლებში უკრაინიდან ექსპორტირებული ტვირთის 70% მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში მიდიოდა

თითქმის ერთი წლის განმავლობაში „მარცვლეულის გარიგების“ ფარგლებში უკრაინიდან ექსპორტირებული ტვირთის 70 პროცენტი მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში მიდიოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„თავად განსაჯეთ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში „გარიგების“ ფარგლებში სულ 32,8 მილიონი ტონა ტვირთი იქნა ექსპორტირებული უკრაინიდან, საიდანაც 70%-ზე მეტი მიდიოდა მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში, ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ეთიოპია, სუდანი და სომალი, ასევე იემენი და ავღანეთი ერთ მილიონზე ნაკლები – 3%-ზე ნაკლები იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, პუტინის თქმით, „მარცვლეულის გარიგების“ რუსული ნაწილი არ შესრულებულა და, ამ ფაქტის გათვალისწინებით, „მარცვლეულის გარიგების“ გაგრძელებამ, რომელიც არ ამართლებდა თავის ჰუმანიტარულ მიზანს, აზრი დაკარგა.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეული როგორც კომერციულად, ასევე უფასოდ, მით უმეტეს, რომ წელს ისევ რეკორდულ მოსავალს ველოდებით. სანქციების მიუხედავად, რუსეთი გააგრძელებს ენერგიულ მუშაობას აფრიკისთვის მარცვლეულის, საკვებისა და სასუქების მიწოდების ორგანიზებაზე: ჩვენ ძალიან ვაფასებთ და გავაგრძელებთ ეკონომიკური კავშირების განვითარებას აფრიკასთან. ჩვენს საერთო ინტერესებში შედის ჰუმანიტარული სფეროს, კულტურის, სპორტისა და მედიის სფეროში თანამშრომლობის ახალ, უფრო მაღალ დონეზე აყვანა“, – აღნიშნა პუტინმა.