ვლადიმერ პუტინი სტივ უიტკოფთან მოლაპარაკების შემდეგ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან მოლაპარაკების შემდეგ ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანს შეხვდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა 21 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა ლი ციანს ჩინეთის პრეზიდენტისთვის, სი ძინპინისთვის მოკითხვის გადაცემა სთხოვა.
მანამდე, ამავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკება გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო გზები განიხილეს.