ვლადიმერ პუტინი - საერთო ჯამში, აშშ-მა და რუსეთმა იციან საკუთარი წითელი ხაზები
ვლადიმერ პუტინი - საერთო ჯამში, აშშ-მა და რუსეთმა იციან საკუთარი წითელი ხაზები

საერთო ჯამში, აშშ-მა და რუსეთმა იციან საკუთარი წითელი ხაზები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებს ერთმანეთის ესმით, როდესაც წითელ ხაზებზე საუბრობენ.

„საერთო ჯამში, ჩვენ გვესმის სად გადის წითელი ხაზები. ჩვენთვის გასაგებია, რაზე საუბრობენ ამერიკელი პარტნიორები და ასევე, მათთვის გასაგებია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წითელ ხაზებზე. თუმცა, მინდა გულწრფელად გითხრათ, აქცენტები დეტალურად არ დაგვისვამს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შევთანხმდით, ვიმუშაოთ კიბერუსაფრთხოებაზე, სტრატეგიულ სტაბილურობასა და სხვა საკითხებზე, ყველაფერი ეს უნდა გახდეს ჩვენი შემდგომი განხილვის თემა და იმედი მაქვს, შეთანხმება შედგება“, – განაცხადა პუტინმა.