ვლადიმერ პუტინი - კურსკის ოლქში რუსი სამხედროები მოწინააღმდეგეების ძალების განადგურებას ასრულებენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგეების ძალების განადგურებას ასრულებენ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის გენერალური პროკურატურის კოლეგიის სხდომაზე ისაუბრა.
„ჩვენმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს სწრაფი, საკმაოდ გაბედული, ეფექტიანი ოპერაციების სერია და ასრულებენ მტრის ძალების ჯგუფის განადგურებას კურსკის ოლქში“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილი უკრაინელი სამხედროები და უცხოელი დაქირავებული მებრძოლები ახორციელებდნენ დანაშაულებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ამიტომ, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, კვალიფიცირდებიან, როგორც ტერორისტები“.
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო პროკურორებს დამნაშავეების გამოვლენა და სამართლიანი დასჯა დაავალა.