ვლადიმერ პუტინი რუსეთსა და ამერიკას შორის კიბერუსაფრთხოების შეთანხმების გაფორმების ინიციატივით გამოდის
ვლადიმერ პუტინი რუსეთსა და ამერიკას შორის კიბერუსაფრთხოების შეთანხმების გაფორმების ინიციატივით გამოდის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთსა და ამერიკას შორის კიბერუსაფრთხოების შეთანხმების გაფორმების ინიციატივით გამოდის.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პუტინის განცხადებით, ეს შეთანხმება იქნება გარანტი, რომ არც ერთი ქვეყნის არჩევნებში ჩარევა არ მოხდება.

„ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული გამოწვევა, ციფრულ სფეროში ფართომასშტაბიანი კონფრონტაციაა. ვისურვებდით, კიდევ ერთხელ მივმართოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს წინადადებით, რომ დამტკიცდეს პრაქტიკული ზომების ყოვლისმომცველი პროგრამა, რათა მოხდეს ჩვენი ურთიერთობის გადატვირთვა“, –  განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.