ვლადიმერ პუტინი – რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ერთმანეთთან, სხვა ქვეყნებს მხოლოდ მხარდაჭერა შეუძლიათ, ჩემი აზრით, კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს.
„არსებობს თუ არა შანსი? ჩემი აზრით, კი, არსებობს“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ „სწორედ რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ერთმანეთთან, სხვა ქვეყნებს კი მხოლოდ მხარდაჭერა და დახმარება შეუძლიათ“.