ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ ვინც პროვოკაციებს გეგმავს, ძალიან ინანებს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ ვინც პროვოკაციებს გეგმავს, ძალიან ინანებს

რუსეთის წინააღმდეგ ვინც პროვოკაციებს გეგმავს, ამას ძალიან ინანებს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ქვეყნის სახელმწიფო დუმისთვის ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა.

პუტინის თქმით, დასავლეთის მხრიდან რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული ქმედებები არ წყდება, თუმცა რუსეთს თავისი ინტერესები აქვს და დაიცავთ მათ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

„ჩვენ ვიქცევით ამ გარემოში უკიდურესად თავშეკავებული ფორმით, შეიძლება ითქვას მოკრძალებულად, ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არამარტო არამეგობრულ ქმედებებზე, არამედ პირდაპირ უხეშობაზეც. ჩვენ გვსურს, კარგი ურთიერთობა გვქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა მონაწილესთან“, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ვინმეს არ სურს დიალოგის წარმოება, ირჩევს ეგოისტურ და ამპარტავნულ ტონს, რუსეთი ყოველთვის იპოვის გზას საკუთარი პოზიციის დასაცავად.

„ისინი უმიზეზოდ ეჭიდებიან რუსეთს აქეთ-იქით. რა თქმა უნდა, მათ გარშემო მაშინვე, როგორც შერხანის გარშემო, პატარა აფთრები ტრიალებენ. ყველაფერი კიპლინგის მსგავსია. შეძახილებით მათი ხელმწიფის დასამშვიდებლად“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ბელარუსთან დაკავშირებით და თქვა, რომ კოლექტიური დასავლეთი როგორც ჩანს, ვერ ამჩნევს პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს მკვლელობის მომზადების ამბავს.

„ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს შესახებ შეგიძლიათ ნებისმიერი მოსაზრება გქონდეთ, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზება, პოლიტიკური მკვლელობების გეგმები, მათ შორის მაღალჩინოსნების, ეს ძალიან ზედმეტია. ყველა საზღვარი უკვე გადალახულია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.