ვლადიმერ პუტინი - რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოების დაცვის უფლებას
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოების დაცვის უფლებას

რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოების დაცვის უფლებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის ყველა ამოცანა, რა თქმა უნდა, შესრულდება.

„შექმნილ ვითარებაში, ჩვენთვის მზარდი რისკებისა და საფრთხეების ფონზე, რუსეთის სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება იძულებითი იყო. რთული, რა თქმა უნდა, მაგრამ იძულებითი და აუცილებელი. ეს არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელსაც აქვს უპირობო უფლება, გაერო-ს წესდებაზე დაყრდნობით დაიცვას თავისი უსაფრთხოება“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გლობალურ ეკონომიკაში ვითარების გაუარესება რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციას არ უკავშირდება და დიდი შვიდეულის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია.

„სასაქონლო და ნედლეულის ბაზრებზე ინფლაციის მკვეთრი ზრდა ფაქტი გახდა მიმდინარე წლის მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე. მსოფლიო მუდმივად მიჰყავდათ ასეთ სიტუაციაში ე.წ. დიდი შვიდეულის ქვეყნების მრავალწლიანი უპასუხისმგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკით, მათ შორის უკონტროლო ემისია და არაუზრუნველყოფილი ვალების დაგროვება. ეს პროცესები 2020 წელს, კორონავირუსული პანდემიის დაწყებასთან ერთად დაჩქარდა და გაძლიერდა, როდესაც გლობალურად შემცირდა როგორც მიწოდება, ასევე მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე. ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა პოლიტიკური სუვერენიტეტი და მისი ბიუროკრატიული ელიტები ცეკვავენ სხვის ხმაზე, იღებენ ყველაფერს, რასაც ზემოდან ეუბნებიან, ზიანს აყენებენ საკუთარ მოსახლეობას და საკუთარ ეკონომიკას, საკუთარ ბიზნესს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.