ვლადიმერ პუტინი - რუსეთის მიწებს ვერავინ მიიტაცებს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის მიწებს ვერავინ მიიტაცებს

რუსეთს ერთადერთი მტერი ჰყავს და ეს მტერი განვითარების პროცესის შეწყვეტა და რეგრესია. ჩვენ საფრთხე სხვა ქვეყნებისგან არ გვემუქრება, რადგან რუსეთის მიწებს ვერასოდეს ვერავინ მიიტაცებს, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალურ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

არჩევნებამდე 18 დღით ადრე ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოსახლეობას პირდაპირ ეთერში სიტყვით მიმართა. მან რუსეთის ეკონომიკაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის ახალ პროგრამებზე, განათლების სისტემაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე რუსეთის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სიღარიბის მზარდი სტატისტიკის მიზეზად დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები დაასახელა. მან განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულმა სანქციებმა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რის შედეგადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა (რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ვაშინგტონმა, ევროკავშირმა და გაეროს უშიშროების საბჭომ 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ დააწესა).

პუტინმა პირდაპირ ეთერში პირობა დადო, რომ უახლოეს 6 წელიწადში რუსეთში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება. არჩევნებში პრეზიდენტობის რვა კანდიდატი მონაწილეობს.