ვლადიმერ პუტინი – რუსეთი თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს

20:50, 19.03.2018

რუსეთი გამალებულ შეიარაღებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, 2018-2019 წლებში რუსეთის თავდაცვით ხარჯებს შეამცირებს, რადგან მთავარი დანახარჯები შეიარაღების ძირითადი ტიპების განახლებას მოხმარდება.

„ჩვენ ყველაფერი გვაქვს რაც გვჭირდება და ამ კუთხით დაცულები ვართ. ამოცანებს გეგმის თანახმად განვახორციელებთ“, – თქვა პუტინმა.

მან ყოფილ მეტოქეებს მოუწოდა, პარტიულ-ჯგუფური ინტერესები გვერდზე გადადონ და გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებზე ფოკუსირდნენ.

წყარო: CNBC

მსგავსი