ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ბრძოლის ველზე ვერ დამარცხდება
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ბრძოლის ველზე ვერ დამარცხდება

უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, მის ესკალაციასა და მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დასავლურ ელიტას და, რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმს, რომლისთვისაც უკრაინელი ხალხი არსებითად უცხოა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთი გეგმავს ადგილობრივი კონფლიქტის გლობალურ დაპირისპირებაში გადაქცევას.

„დასავლური ელიტა არ მალავს თავის მიზნებს, ესაა, როგორც ამბობენ – რუსეთის სტრატეგიული მარცხი. ეს პირდაპირი ციტატაა. ეს რას ნიშნავს? რა არის ეს ჩვენთვის? ეს ნიშნავს ჩვენს ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას. ეს ნიშნავს, რომ ისინი გეგმავენ ადგილობრივი კონფლიქტის  გლობალურ დაპირისპირებაში გადაქცევას. ჩვენ ზუსტად ასე გვესმის. ჩვენ მასზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი ქვეყნის არსებობაზე, თუმცა შეუძლებელია, მათ არ იცოდნენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე ვერ დამარცხდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.