ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ყველაფერს გააკეთებს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ყველაფერს გააკეთებს

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში, „დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, ვაშინგტონის მხრიდან სანქციების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ვაშინგტონმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო გზა მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირებისთვის.

ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით მოსკოვი ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგს აწარმოებს. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, მხარეები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან.

პრესკონფერენციის დროს ვლადიმერ პუტინმა სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას სასარგებლო უწოდა, რადგან მათ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს.