ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არასდროს ერევა მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში და ყოველთვის მხარს უჭერს მოქმედ ხელისუფლებას სიტუაციის დასტაბილურების ძალისხმევაში
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არასდროს ერევა მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში და ყოველთვის მხარს უჭერს მოქმედ ხელისუფლებას სიტუაციის დასტაბილურების ძალისხმევაში

რუსეთის ფედერაცია არასდროს ერევა მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში და ყოველთვის მხარს უჭერს მოქმედ ხელისუფლებას სიტუაციის დასტაბილურების ძალისხმევაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრისას განაცხადა.

„თქვენ იცით, ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობელი ქვეყნების და საერთოდ, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, თუმცა ყოველთვის მხარს ვუჭერთ ძალისხმევებს, რომლებიც მიმართულია ვითარების სტაბილიზაციისკენ, პოლიტიკურ ძალებს შორის სრულფასოვან დიალოგზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.